30.06.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო
შალვა მეკრავიშვილის განცხადება, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის
ჟურნალისტის ირინე კეჭაყმაძის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში 9 ივნისს გავიდა, ეხება ქალაქ რუსთავში მეორე საჯარო სკოლაში ბავშებისათვის ლევან ვასაძის მსოფლიო კონგრესზე გამოსვლის და წამების კადრების ჩვენების ფაქტს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. ქარტიის სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.