ირაკლი მანაგაძის განცხადება "მაესტროს- წინააღმდეგ
24.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ ბიზნესმენ ლევან ვასაძის  და მამა ჯოზაია თრენჰემის გამოსვლის ეთერში გაშვებისას დაირღვა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-9 პრინციპები, რომლის თანახმადაც, "სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან".

2016 წლის 16 მაისს ტელეკომპანია "მაესტრომ" პირდაპირ ეთერში გადასცა ლევან ვასაძის გამოსვლა მსოფლიო საოჯახო კონგრედიდან. 18 მაისს კი ლევან ვასაძესთან ერთად მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენება გაუშვა ეთერში. ირაკლი მანაგაძის განცხადების თანახმად,   "1 სთ და 45 წუთის განმავლობაში წახალისებული იყო დიკრიმინაცია, გამოყენებული იყო სიძულვილის ენა ლგბტ მოქალაქეების წინააღმდეგ".

საქმეში მოპასუხედ განისაზღვრა "მაესტროს" დირექტორი ზურაბ ნაყეური.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას საჯარო სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.