მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი
20.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილის" წამყვანმა მაია ასათიანმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-10 მუხლი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

განმცხადებელი, "მომავლის სოფელი" მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანმა სადავო გადაცემაში, რომელიც სტალინის თემას ეძღვნებოდა, გარდა ზემოთ აღნიშნული პრინციპისა, დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) პრინციპი. თუმცა, საბჭომ მსჯელობის შედეგად არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და გადაწყვიტა, რომ მაია ასათიანს არ დაურღვევია პირველი და მესამე პრინციპი.

საქმის განხილვას განმცხადებელი "მომავლის სოფლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.