საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განსახილველად მიიღო ორი განცხადება - გიორგი გაბედავა გაზეთ "ქრონიკა+-ის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ და დავით ჯაფარიძე ტელეკომპანია "პირვ
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განსახილველად მიიღო ორი განცხადება - გიორგი გაბედავა გაზეთ "ქრონიკა+-ის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ და დავით ჯაფარიძე ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის, ქეთი ციცქიშვილის წინააღმდეგ.
პირველი განცხადების ავტორი გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები გაზეთ "ქრონიკა+-ში" გამოქვეყნებულ მასალაში "პირადი ცხოვრების ფირები გიორგი გაბედავამ ატვირთა?" გაბედავას აზრით, გაზეთში მის მიმართ მძიმე ბრალდებებია წაყენებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
გიორგი გაბედავა ფიქრობს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები - 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული ფაქტებზე დაყრდნობა), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
ქარტიის საბჭო ასევე განიხილავს ადვოკატ დავით ჯაფარიძის განცხადებას ქეთი ციცქიშვილის წინააღმდეგ. განმცხადებლის აზრით, ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო გამოშვებაში 23 აპრილს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 3,4,5, პრინციპები.
მასალა ეძღვნებოდა ორი პირის დაკავებას ბათუმში. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ტვ პირველმა" მიზანმიმართულად გაუშვა ეთერში ყალბი ვიდეომასალა, რათა დაცვის მხარისათვის მოეყენებინა ზიანი."