სუიციდის თემაზე მომზადებულ გადაცემაში მაია ასათიანმა პირველი და მეათე პრინციპი დაარღვია
09.05.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა პროფილის იმ გამოშვებაში, რომელიც არასრულწლოვანთა სუიციდს ეძღვნებოდა (28.01.2016)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა პროფილის იმ გამოშვებაში, რომელიც არასრულწლოვანთა სუიციდს ეძღვნებოდა (28.01.2016) დაარღვია ქარტიის პირველი და მეათე პრინციპი.

პირველი პრინციპი ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს, მეათე პრინციპის თანახმად კი "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი."

მაია ასათიანის წინააღმდეგ განცხადება ქარტიაში მოქალაქე გიორგი ყიფიანმა შეიტანა. საბჭომ საქმე 27 თებერვალს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება იმ დღესვე ვერ მიიღო. დამატებითი ინფორმაცია მოიძია, გაეცნო საერთაშორისო პრაქტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინა ქარტიის პრინციპების დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მერვე პრინციპიც, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ბავშვის უფლებები პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის". საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ეს პრინციპი დარღვეული არ ყოფილა.

დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, საბჭო მოამზადებს სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.