ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ტელეკომპანია "GDS- ის" მიერ მომზადებულ გადაცემაში "ბინა 18" დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი - "ჟურნალისტს უნდა ესმ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ტელეკომპანია "GDS- ის" მიერ მომზადებულ გადაცემაში "ბინა 18" დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი - "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა "ბინა 18-ი" შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ.
ჟურნალისტური ეთიკის საბჭო საქმეს საჯარო სხდომაზე განიხილავს.