"თრიალეთის" დირექტორის მოადგილე რამაზ ელანდიშვილის განცხადება საბჭომ 26 მარტს ვერ განიხილა
27.03.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა "თრიალეთის" დირექტორის მოადგილე რამაზ ელანდიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ  ტელეკომპანია "დიას" ეთერში გასული მასალა "უჩინარი თანა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა "თრიალეთის" დირექტორის მოადგილე რამაზ ელანდიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ  ტელეკომპანია "დიას" ეთერში გასული მასალა "უჩინარი თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში" "თრიალეთის" დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, შესაბამისად სიუჟეტის ავტორმა ნიკა გაბლიაშვილმა და  საინფორმაციო პროდიუსერმა გიორგი ახალკაცმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) და მეთერთმეტე მუხლები (ფაქტის დამახინჯება). საქმის მომზადების ეტაპზე ქარტიის სამდივნომ გაარკვია, რომ ნიკა გაბლიაშვილი არ არის ქარტიის ხელმომწერი და ვინაიდან განცხადება დაგვიანებით შემოვიდა, გასული იყო ხანდაზმულობის ერთ თვიანი ვადა. ქარტიის საქმის წარმოების თანახმად ხანდაზმულობის ვადა ქარტიის წევრების მიმართ სამი თვეა, არაწევრების მიმართ კი - ერთი.  შესაბამისად, სადავო მასალაზე პასუხისმგებლად განისაზღვრა პროდიუსერი, გიორგი ახალკაცი. საქმის განხილვისას გიორგი ახალკაცმა განაცხადა, რომ სიუჟეტის მომზადებისა და ეთერში გასვლისას ის არ ასრულებდა პროდიუსერის მოვალეობას, არ იმყოფებოდა სამსახურში, აქედან გამომდინარე ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას ამ მასალაზე. საბჭომ დაავალა სამდივნოს განმცხადებელთან შემდგომი კომუნიკაცია მოპასუხე ჟურნალისტის განსაზღვრის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პროდიუსერის მოვალეობას ასრულებდა ქარტიის არაწევრი ჟურნალისტი, საბჭო ამ საქმეს აღარ განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.