საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "დიას" საინფორმაციო პროდიუსერმა, გიორგი ახალკაცმა "თრიალეთთან" დაკავშირებულ მასალაში დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე).
მის წინააღმდეგ განცხადება ქარტიაში ტელერადიო კომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გოჩა დავითაშვილმა შეიტანა. ის მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, ასევე დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) და მესამე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია."
საქმის განხილვას მხოლოდ მოპასუხე, გიორგი ახალკაცი ესწრებოდა. საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება მე-3 და მე-11 პრინციპთან დაკავშირებით და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.