26.03.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ეკა სალაღაიამ დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი (სიზუსტე), მე-3
(ფაქტის მიჩქმალვა) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი. სადავო მასალა , " ტაში ბიჭო ვართანუშა" 2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა და ეძღვნებოდა ცეკვა "დაისის" შესრულებას "გევორქიანის ცეკვის აკადემიის" მიერ. სტატიის ეთიკის პრინციპებთან შესაბამისობის განსახილველად ქარტიას მომართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "მშვიდობის ფონდმა", "მედიის განვითარების ფონდმა" (MDF), "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" (TDI) და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ" (GDI). ჟურნალისტური ეთკის ქარტიის საბჭოს მიერ საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, არც შეპასუხება წარმოუდგენია.