22.03.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ რეგიონული კოორდინატორები
კონკურსის საფუძველზე შეარჩია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კოორდინატორი ბათუმში მაია მერკვილაძე იქნება. 2007 წლიდან ის "ტელეარხი 25-ის" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. პრალელურად იყო რამდენიმე გადაცემის რედაქტორი.
ქარტიის კოორდინატორის პოზიციას თელავში დაიკავებს ნატალია ცისკარაშვილი, ადგილობრივი გაზეთის, "კახეთის ხმის" მთავარი რედაქტორი. ნატალია ამ გამოცემაში 2004 წლიდან მუშაობს.