"პროფილთან- დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო
28.02.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილთან" დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო. განმცხადებელი, გიორგი ყიფიანი მიიჩნევდა, რომ "პროფილში", რომელიც სუიციდის თემას ეძღვნებოდა, დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-8 (ბავშვთა უფლებების დაცვა) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

საბჭომ საქმე 27 თებერვალს შეისწავლა. განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, გადაცემა "პროფილის" წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მხარის გამოკითხვის შემდეგ საბჭომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავალ და დეტალების დაზუსტება. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.