28.02.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
გადაცემა 2030-ის ეთერში გასული სიუჟეტის ავტორებმა ნათია
ხართიშვილმა და ზურაბ პატარიძემ დაარღვიეს ქარტიის 1 (სიზუსტე) , 5
(შესწორება) და 7 პრინციპი (დისკრიმინაცია). მე-3 (დადასტურებული
წყარო) და მე-11 პრინციპის (ფაქტის განზრახ დამახინჯება) დარღვევა კი
არ დადგინდა. სადავო სიუჟეტი "ქართული ცეკვა სომხურად?!" ტელეკომპანია GDS-ს
საინფორმაციო გამოშვებაში "2030-ი" 22 იანვარს გავიდა
განმცხადებელი მოქალაქეები ელენე მეჩიტოვა, ინა სუკიასიანი და
ედიტა ბადასიანი მიიჩნევდნენ, რომ გარდა სიუჟეტის ავტორებისა, ზემოთ
ჩამოთვლილი მუხლები დაარღვია გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემაც,
თუმცა საბჭომ არ გაიზიარა მათი მოსაზრება და მიიჩნია რომ მას რაც ერთი
პრინციპი არ დაურღვევია. განცხადებლები ფიქრობდნენ,
რომ 1,3,5,7,11 პრინციპი ასევე დარღვეული იყო Artinfo.ge-ს
მასალებში:
- დავით ოქიტაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს
- გელოდი ფოცხიშვილი: "გრცხვენოდეთ!"
- ამირან შალიკაშვილი: "შეაჩერეთ ქურდობა!"
- გიორგი კალანდიას მიმართვა საზოგადოებას
- სომხების ბოდიში ქართველებს