საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, ეკა გაგუას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი არ დაურღვევია. განმცხადებელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ზვიად ბიაშვილი მიიჩნევდა, რომ მასალაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტი-ფინანსური დარღვევები და მილიონობით გაფლანგული ლარი" დაირღვა პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ქარტიის საბჭომ საქმე 27 თებერვალს განიხილა და მიიჩნია, რომ სიუჟეტში პირველი და მესამე პრინციპი დარღვეული არ ყოფილა.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი, ზვიად ბიაშვილი ესწრებოდა. სიუჟეტის ავტორს, ეკა გაგუას კი მონაწილეობა არ მიუღია.