საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მასალაში "ელისო ჩაფიძეს ტყიბულის მ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მასალაში "ელისო ჩაფიძეს ტყიბულის მაჟორიტარობაზე უარი უთხრეს, მას ოთარ აბესაძე ჩაანაცვლებს" დაირღვა პირველი და მეხუთე პრინციპი.
პირველი პრინციპის თანახმადაც, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია." მეხუთე პრინციპი კი მედიას ავალდებულებს შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
განმცხადებელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე სადავოდ ხდიდა GHN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი აზრით, გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მეხუთე პრინციპიც, რომელიც მედიას ავალდებულებს შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება
საქმის განხილვისას ელისო ჩაფიძემ ტელეფონით უპასუხა საბჭოს წევრების კითხვებს, GHN-მა კი უარი განაცხადა განხილვაში რაიმე ფორმით მონაწილეობაზე. ელისო ჩაფიძე თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება)პრინციპიც, თუმცა განხილვის ეტაპზე მოხსნა და მასალის ამ პრინცპებთან შესაბამისობაზე საბჭოს აღარ უმსჯელია.