25.01.2016
კატეგორია : ღონისძიებები;
ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა ლიბერალური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების თემაზე გამოცხადებული ბლოპოსტების კონკურსის გამარჯვებულიც. ჟიურიმ შემოსული განაცხადებიდან თავდაპირველად < ათი საუკეთესო გამოვალინა და მათი ნამუშევრები ლიბცენტრის ვებგვერდზე განთავსდა. გამარჯვებულად კი დასახელდა ირმა დიმიტრაძე პოსტისთვის "პასუხი ISIS-ის". მას სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტს შეეძლო.
"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლიდან ხორციელდება.