25.01.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე. სამუშაოს
ხანგრძლივობა: 2016 წლის მარტი - ივნისი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
- მედიამონიტორინგის ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
- სატელევიზიო გადაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
- მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- ანგარიშის მომზადება.