21.12.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინგამოცემა
Freshnews.ge-ის ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დაარღვია საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას
მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.განმცხადებელი, ელენე სიჭინავა მიიჩნევდა, რომ Freshnews.ge-ზე გამოქვეყნებული მასალით : "ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა, რა მოხდა ფოთში?" გარდა პირველი პრინციპისა, დაირღვა მე–3 და მე–11 (ა ) პრინციპი. მესამე მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. მე-11 პრინციპის ა პუნქტი კი ამბობს, რომ ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება. საბჭომ განიხილა აღნიშნული საქმე და მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მე-3 და მე-11 პრინციპები კი არ დაურღვევია.