20.12.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალ
"თბილისელების" ჟურნალისტმა ეკა ბარაბაძემ დაარღვია საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით,
ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების
საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს დისკრიმინაციის თავიდან
ასაცილებლად.განმცხადებელი , თამარ ჯანჯღავა სადავოდ ხდიდა ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნებულ სტატიას - " როგორ აქცია ქალმა ქმარ -შვილი მკვლელებად და რა გახდა სასტიკი დანაშაული მიზეზი" და მიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. საბჭომ განცხადება განიხილა 2015 წლის 19 დეკემბერს. ქარტიის სხდომაზე გამოცხადდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.