"ახალი ხარაგაულის- ჟურნალისტს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია
20.12.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ახალი ხარაგაულის" ჟურნალისტს მარიანა ბურჯალიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება - პლაგიატი".

განმცხადებელი, ლაურა გოგოლაძე მიიჩნევდა, რომ გაზეთში "ახალი ხარაგაული" გამოქვეყნებული მასალის "ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ტყის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეხვედრა გაიმართა" ძირითადი ნაწილი გადმოტანილია chemikharagauli.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან: "გადაეცემა თუ არა ტყე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს". საბჭომ განცხადება განიხილა 2015 წლის 19 დეკემბერს და მიიჩნია რომ მარიანა ბურჯალიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპის მე-3 ნაწილი. ქარტიის სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა, ორივე პოზიცია დაფიქსირებული იყო წერილობითი ფორმით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.