12.12.2015
საქართველოს ჟურნალისტურ ქარტიაში განსახილველად ორი ახალი განცხადება
შევიდა. ქარტიის საბჭოს სს "თელასმა" მიმართა. ის მიიჩნევს, რომ
ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპები დაირღვა 2015 წლის, 18
ნოემბერს, news.ge –ზე
საქართველოს ჟურნალისტურ ქარტიაში განსახილველად ორი ახალი განცხადება
შევიდა. ქარტიის საბჭოს სს "თელასმა" მიმართა. ის მიიჩნევს, რომ
ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპები დაირღვა 2015 წლის, 18
ნოემბერს, news.ge –ზე გამოქვეყნებული მასალაში "ენერგომაფიის
დაბრუნება" - ანონიმური წერილი "თელასიდან" და ახალი ბრალდებები
მოსამართლე ურთმელიძის წინააღდეგ". მეორე განცხადებელი კი ზვიად
ბიაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ეკა გაგუამ დაარღვია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), 2015 წლის
30 ნოემბერს, საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" 21:00 საათიან
გამოშვებაში გასულ სიუჟეტში. ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო და
მიიღო განცხადებები, საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია
გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.