04.12.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 6 წლის გახდა. 2009 წლის 4
დეკემბერს სხვდასხვა მედიასაშუალების 137-მა ჟურნალისტმა როგორც
რეგიონიდან, ისე დედაქალაქიდან ხელი მოაწერა 11 პრინციპს და მისი დაცვის
ვალდებულება აიღო. ამავე ხელმოწერით ყველა მათგანი გახდა საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და დამფუძნებელი. მოქალაქეებს კი
მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური დარღვევის
შემთხვევაში განცხადებით მიემართა ქარტიისთვის.ქარტიის 11 დებულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, განსაზღვრავს ქარტიის ყველა წევრის მთავარ პროფესიულ პრინციპებს. ქარტიას მართავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს. ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს საბჭო განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 274 ჟურნალისტია. საბჭოს კი განხილული აქვს 72 საქმე.