08.11.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით
საინფორმაციო სააგენტო newpost-ზე გამოქვეყნებული მასალით
დაირღვა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. პირველი პრინციპი
ჟურნალისტს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით
საინფორმაციო სააგენტო newpost-ზე გამოქვეყნებული მასალით
დაირღვა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. პირველი პრინციპი
ჟურნალისტს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს
ავალდებულებს, ხოლო მეხუთე პრინციპი ამბობს, რომ
მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი
ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
განმცხადებელი ნუგზარ შუშანია მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო სააგენტო
newpost-ზე 2015 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული
მასალით "ქართული ოცნება" ოპოზიციიდან ხალხის გადაბირებას
იწყებს, რა მოხდა "თავისუფალ დემოკრატებში?" დაირღვა ეთიკის
ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭომ განცხადება განიხილა 2015 წლის 8 ნოემბერს და
გადაწყვიტა, რომ განცხადებაში მითითებული პრინციპებიდან ორივე
დაირღვა.