interfactnews-ის სტატიაში მეშვიდე პრინციპი დაირღვა
08.11.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო "interfactnews-ზე" გამოქვეყნებული სტატიით დაირღვა ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

მეშვიდე პრინციპის თანახმად ჟურნალისტს უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის , პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო სააგენტო "interfactnews-ზე" 2015 წლის 05 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიით: "სკანდალი სომხურ დამწერლობაზე - სომხური კიარა ეთიოპიური ალფავიტია"! - მესროპ მაშტოცმა ანბანი ეთიპიელებს მოპარა?" დაირღვა ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი. საბჭომ განცხადება განიხილა 2015 წლის 8 ნოემბერს და გადაწყვიტა, რომ განცხადებაში მითითებული მეშვიდე პრინციპიდ დაირღვა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.