"ასავალ-დასავალის- ჟურნალისტმა ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი დაარღვია
08.11.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ- დასავალის" ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი. პირველი პრინციპი ჟურნალისტს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს ავალდებულებს, ხოლო მეთერთმეტე პრინციპის პირველი ნაწილი ამბობს, რომ ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

განმცხადებელი, კვლევითი კომპანია "CRRC - საქართველო" მიიჩნევდა, რომ გაზეთ "ასავალ დასავალის" 2015 წლის 26.10- 1.11 ნომერში გამოქვეყნებული მასალით "იცნობდეთ გამყალბებლებს" (გვ12) დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე და მეთერთმეტე პრინციპი. საბჭომ საქმე განიხილა 2015 წლის 8 ნოემბერს და გადაწყვიტა, რომ განცხადებაში მითითებული პრინციპებიდან დაირღვა მხოლოდ ორი - პირველი და მეთერთმეტე პრინციპი. [gallery size="medium" columns="2" ids="4834,4831,4830,4835"]

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.