"კვირის პალიტრის- ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
08.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სადავო გახდა 2015 წლის 13 ივლისს გამოქვეყნებული სტატია "რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზის?1" განმცხადებელი ლაშა შუშანაშვილი მიიჩნევდა, რომ ამ მასალაში გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს ინფორმაციის გადაცემას მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია და მეოთხე პრინციპი, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს. საქმის განხილვა 7 ნოემბერს გაიმართა. სხდომას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი ლალი ფრიდონაშვილი დაესწრო. საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დაცული არ იყო პირველი პრინცპი, მესამე და მეოთხე პრინციპები კი დარღვეული არ ყოფილა. [gallery columns="2" size="medium" ids="4824,4825,4826,4827"]

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.