08.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "აჭარა
P.S-ის" რედაქტორმა, ჯემალ მეგრელიძემ ქარტიის პირველი და მესამე
პრინციპი დაარღვია. პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას
ავალდებულებს მესამე კი ამბობს, რომ ჟურნალისტმა უნდა გადასცეს
ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია, არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები,
არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებელი, თამარ
თაბუკაშვილი აღნიშნავდა, რომ Facebook-ზე გაზეთის ოფიციალური გვერდის
ანგარიშით
გამოქვეყნდა თამარ თაბუკაშვილის ფოტო, რასაც მინაწერი ერთვოდა
თან, ამიტომ თამარ განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ ფოტოს
გამოქვეყნებითა და მისი მინაწერით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის არამხოლოდ პირველი და მესამე პრინციპი (რაც დადასტურდა),
არამედ მე-5, მე-7,მე-10, მე-11 პრინციპი. საბჭომ განცხადება 7
ნოემბერს განიხილა და გადაწყვიტა რომ განცხადებაში მითითებული
პრინციპებიდან მხოლოდ ორი - პირველი და მესამე პრინციპი დაირღვა