20.10.2015
ნატა ძველიშვილი გახდა.ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც აღმასრულებელი დირექტორის შერჩევის საკითხი განიხილებოდა, 2015 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა. დირექტორი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ნატა ძველიშვილი დღემდე მედიის საკითხებზე მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI); არის პორტალ mediachecker.ge-ს ავტორი; 2010 წლიდან 2014 წლამდე იყო ააიპ "ინტერნიუსი საქართველოს" პროექტ www.Media.Ge-ს ჟურნალისტი; 2012 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორი; 2013 წლიდან ხელმძღვანელობს ქარტიის პროექტს "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი".
ნატა ძველიშვილს მიღებული აქვს მასკომუნიკაციებისა და მედიის მკვლევარის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო თეზისი მედიაეთიკას შეეხებოდა - "ეთიკური პრობლემები ონალინ მედიაში სოციალური ქსელების გამოყენებისას". ამავე თემაზე მომზადებული რამდენიმე კვლევა მან წარადგინა საერთაშორისო კონფერენციებზე. თსუ-ში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიაში. დამთავრებული აქვს რიგაში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლისა და OCCRP-ის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამა "ჟურნალისტიკა მომავალი გამოწვევებისთვის." ნატა ძველიშვილი ახალ პოზიციზე მუშაობას ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან შეუდგება.
ეს პოზიცია ქარტიაში 2013 წლიდან დღემდე ჟურნალისტ თამარ რუხაძეს ეკავა.