მაუწყებლების შეთანხმება ბავშვთა საკითხებზე
14.10.2015
თბილისი, 14 ოქტომბერი, 2015. საქართველოს ნაციონალური და რეგიონალური ტელემაუწყებლები უერთდებიან მაუწყებლებს შორის სპეციალურ შეთანხმებას, რომლის მიზანია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით არ თბილისი, 14 ოქტომბერი, 2015. საქართველოს ნაციონალური და რეგიონალური ტელემაუწყებლები უერთდებიან მაუწყებლებს შორის სპეციალურ შეთანხმებას, რომლის მიზანია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით არსებული თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურება. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "მაესტროს" და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს "ფრონტლაინ მედია კლუბში" გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი ხელმოწერით აღნიშნულ მემორანდუმზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბავშვთა საკითხების პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვით გაშუქების პასუხისმგებლობა. მემორანდუმის მიხედვით, მისი ხელმომწერი მაუწყებლები იღებენ ვალდებულებას, გააფართოვონ დაინტერესებულ პირთა წრე თვითრეგულირების კომისიებში სწორედ ბავშვებთან/არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საჩივრებისთვის. მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, "დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება და რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილებაში". მემორანდუმის მიხედვით კი, მისი ხელმომწერი მაუწყებლები ადასტურებენ, რომ თვითრეგულირების კომისიაში მიიღებენ და განიხილავენ ბავშვებთან დაკავშირებულ საჩივრებს მაშინაც კი, თუ განმცხადებელი არ იქნება კოდექსით განსაზღვრული დაინტერესებული პირი, თუმცა იქნება ბავშვთა ან მედიის საკითხებზე მომუშავე ფიზიკური ან იურიდიული პირი. მემორანდუმის მიზანია ბავშვთა საკითხების პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით გაშუქებისა და თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურების ხელშეწყობა საქართველოს მაუწყებლებში. შეთანხმება მომზადდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში "ბავშვთა ეთკური გაშუქება მედიაში". პროექტი თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურების გარდა, მოიცავს სემინარებს ჟურნალისტებისთვის და მედიის მონიტორინგს. მედიის მონიტორინგის შედეგებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოაქვეყნებს 2015 წლის ოქტომბრის დასასრულს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.