04.06.2015
ქარტიის საბჭომ განსახილველად მიიღო თავდაცვის სამინისტროს განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის"
ჟურნალისტებისა და საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
პრეტენზია ეხება 30 აპრილს, საინფორმაციო გამოშვება "კურიერში"
(კურიერი 18 საათზე) გასულ ინფორმაციას ცენტრალურ აფრიკაში მყოფი
ქართული მისიის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ
დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 მუხლები. ინფორმაცია საბჭოს
სხდომის შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.