სარეზოლუციო ნაწილი საქმეზე "მანანა კობახიძე ეკა გაგუასა და თეა ვარშალომიძის წინააღმდეგ
28.05.2015
2015 წლის 27 მაისს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, სადაც საბჭომ განიხილა მანანა კობახიძის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავის 2 _ის" ჟურნალისტების ეკა გაგუას და თეა ვაშალომიძეს წინააღმდეგ. საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტების მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.