ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები (სარეზოლუციო ნაწილი)
25.05.2015
2015 წლის 24 მაისს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საქმეზე, ავთანდილ საყვარელიძე დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, 2015 წლის 24 მაისს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საქმეზე, ავთანდილ საყვარელიძე დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მეხუთე პრინციპთან დაკავშირებით საბჭო იკვლევს დამატებით გარემოებებს. საქმეზე, დავით ძოწენიძე ხათუნა ხვედელიძის წინააღმდეგ, (განცხადება 1, განცხადება 2) საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.