16.05.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება ჟურნალისტ ინგა
გრიგოლიას წინააღმდეგსაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ
განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება ჟურნალისტ ინგა
გრიგოლიას წინააღმდეგ. განცხადება ეხებოდა 2015 წლის 20 მარტის
გადაცემა "რეაქციას". განმცხადებლის პოზიციით, ადგილი ჰქონდა ქარტიის
პირველი პრინციპის დარღვევას. საქმე განიხილა საბჭოს ექვსმა წევრმა.
დამსწრე წევრებიდან მხოლოდ სამმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ
დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.ქარტიის საქმისწარმოების წესის
თანახმად ქარტიის პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება საბჭოს 5 წევრის
თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისად არ დადგინდა ინგა გრიგოლოას მიერ
ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.