06.05.2015
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
განცხადება" ტელეკომპანია "იმედის" წამყვანის, გია ჯაჯანიძისა და
გადაცემა "სხვა რაკურსის" პროდიუსერის, მაია სტეფნაძის
წინააღმდეგ.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული ერთ-ერთი
გადაცემით, რომელიც ბავშვზე ძალადობას ეხებოდა, წამყვანმა და
პროდიუსერმა დაარღვიეს ქარტიის მე-7, მე-8 და მე-10 მუხლები. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადება
ქვეყნდება დაშტრიხული სახით. ინფორმაცია საბჭოს სხდომის შესახებ
გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.