29.04.2015
მედიის განვითარების ფონდმა, ტოლერანტობისა და
მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ჟურნალმა "17 მაისი" უკან გაითხოვეს
განცხადება "პალიტრა TV-ს" რედაქტორის წინააღმდეგ.ქარტიის საბჭოს განმცხადებლებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს და მიიჩნევდნენ, რომ "ევრაზიული ინსტიტუტის" წარმომადგენლის, არჩილ ჭყოიძის გამონათქვამები "პალიტრა TV-ის" ვებპორტალზე განთავსებით, დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი, რომლის თანახმად "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირისდისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად". განცხადების მოპასუხე მხარისათვის გადაგზავნის შემდეგ, რედაქციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სადავაო მასალა ვებპორტალიდან აეღო და ამ დროისთვის არჩილ ჭყოიძის განცხადება აღარ არის განთავსებული palitratv.ge _ზე. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე განმცხადებლებმა უკან გაითხოვეს საკუთარი განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის შესაძლო დარღვევაზე.