განსახილველად მიღებული ახალი განცხადებები
22.04.2015
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შემდეგი განცხადებები: "დავით ძოწენიძე ხათუნა ხვედელიძის წინააღმდეგ" (განცხადება I, ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შემდეგი განცხადებები: "დავით ძოწენიძე ხათუნა ხვედელიძის წინააღმდეგ" (განცხადება I, განცხადება II). განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული სიუჟეტებით ქარტიის რამდენიმე მუხლი დაირღვა. "ავთანდილ საყვარელიძე დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ". განცხადებელი მიიჩნევს, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული მასალით ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის რამდენიმე მუხლი. ინფორმაცია საბჭოს სხდომების შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.