ქარტიის საბჭომ გუბერნატორის განცხადება "თრიალეთის- ჟურნალისტების წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
18.04.2015
ქარტიის საბჭომ განსახილველად მიიღო გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ რუსიშვილის განცხადება ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტების წინააღმდეგ. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე, ჟურნალისტ რუსა მამასახლისის სახელით გამოქვეყნებული ინფორმაციით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. საქმის განხილვის თარიღი, დრო და ადგილი გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.