06.04.2015
2015 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს სხდომა. საქმეზე "ბავშვებისა და ახალგაზრდობის
კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია გია ჯაჯანიძის და ხათუნა
პაიჭაძის წინააღმდეგ, საბჭომ დაადგინა, რომ გია ჯაჯანიძის მიერ
დაირღვა ქარტიის მე_7, მე_8 და მე_10 პრინციპები, ხოლო ხათუნა
პაიჭაძის მიერ - ქარტიის მე_8 პრინციპები. საქმეზე "საინფორმაციო
ცენტრების ქსელი ვანო ჯავახიშვილისა (ტელეკომპანია "რუსთავი 2") და
ცოტნე გეგჭკორის (ტელეკომპანია "იმედი") წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია,
რომ ვანო ჯავახიშვილის და ცოტნე გეგჭკორის მიერ დაირღვა ქარტიის მე_11
პრინციპი პლაგიატის ნაწილში.