02.04.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შემდეგი
განცხადებები: "ირაკლი ვაჭარაძე გაზეთ "ალიონის"
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შემდეგი
განცხადებები:
- "ირაკლი ვაჭარაძე გაზეთ "ალიონის" რედაქტორის წინააღმდეგ" - განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სახელწოდებით "ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში ორი გეი ცხოვრობს" დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპები.
- "გუგული მაღრაძე გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ" - განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2015 წლის 7 თებერვლის "კურიერში 9 საათზე" გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ რეკლამის შესახებ მიღებული ცვლილებების შესახებ საუბრისას დაარღვიეს ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები.
- "ელენე სიჭინავა მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ" - განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ინტერნეტპორტალ "ფრეშნიუსის" ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ რეპორტაჟით "ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში გაეხვა", დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები.
- "ჟურნალი "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი შორენა გაბუნიას და ირაკლი ვაჭარაძის წინააღმდეგ" - განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალ "17 მაისის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიუჟეტით, რომელშიც საუბარი იყო ჟურნალ "ლიბერალზეც", დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპები.