23.03.2015
23 მარტს გაიმართა ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა
შემდეგი საქმეები: არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობ
23 მარტს გაიმართა ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა
შემდეგი საქმეები:
საქმეზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" ნინო
ჯანგირაშვილის წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ნინო ჯანგირაშვილს არ
დაურღვევია ქარტიის პირველი, მე_3 და მე_7 პრინციპები.
საქმეზე შპს "ჯორჯიან მანგანაზი" დარეჯან მეფარიშვილის
წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ დარეჯან მეფარიშვილმა დაარღვია
ქარტიის პირველი და მე_5 პრინციპები. საქმეზე შპს
"პრომეთე გაზი" სულხან მესხიძის წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ
სულხან მესხიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭოს
დასაბუთებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.