როგორ ასრულებენ საზოგადოებრივი მაუწყებლები დადგენილ პრიორიტეტებს
25.02.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს პირველი არხის, მეორე არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორთვიანი მონიტორინგის შედეგებს (15 ოქტომბერი,2014 - 15 დეკემბერი 2015).

დაკვირვები მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რამდენად იცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლები მათზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და პროგრამულ პრიორიტეტებს. ანგარიშის პრეზენტაცია "ფრონტლაინ კლუბში", ქარტიის პარტნიორ "მემო-98-თან" ერთად გაიმართა. სლოვაკური კომპანიის წარმომადგენელმა ივან გოდარსკდიმ აუდიტორიას მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები გააცნო. მას ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციებზე, რომელიც მონიტორინგის განმავლობაში გამოიკვეთა და ანგარიშში მოხვდა.

ქარტიის საბჭოს წევრმა, გიორგი მგელაძემ კი ისაუბრა მაუწყებლების გადაცემებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით დაკვირვების შედეგებზე, აგრეთვე რამდენად ირღვევა კანონის მოთხოვნები სპონსორობასა და რეკლამასთან დაკავშირებით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და "მემო-98-ის" ერთობლივი პროექტი ორგანიზაციის "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" მხარდაჭერით განხორციელდა. იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლების მედიამონიტორინგის სრული ანგარიში

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.