01.02.2015
დღეს (1 თებერვალი, 2015 წ.) გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილებით საქმეზე: ანა
სუბელიანი - მაია ასათიანის წინააღმდეგ [სადავო გადაცემა" "პროფილი"
როგორ დავკარგოთ მამაკაცი], ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე_7
პრინციპი, რომლის თანახმადაც: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ
დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს
ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის,
სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით".საქმეზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - ტელეკომპანიების, "რუთავი 2 ის", "ტაბულას" და "იმედის" წინააღმდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია ქარტიის მე_10 პრინციპის დარღვევას: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. აღნიშნულ საქმეზე საბჭომ ასევე შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომელიც გამოქვეყნდება გადაწყვეტილების სამოტოვაციო ნაწილთან. ასევე გამოქვეყნდება საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, რომლის თანახმადაც "რუსთავი 2 _ის" შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მე_10 პრინციპის დარღვევას.