18.12.2014
2014 წლის 16 დეკემბერს, ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე "ტარიელ
ნაკაიძე mediacity.ge ის ჟურნალისტის, ნათია ვასაძის წინააღმდეგ".
სხდომაზე განმცხადებლის ინტერესებს აგრეთვე წარმოადგენდა მედიის
განვითარების ფონდი. სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ისე
მოპასუხე მხარე. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე "ტარიელ
ნაკაიძე mediacity.ge ის ჟურნალისტის, ნათია ვასაძის წინააღმდეგ",
დადგინდა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე_5 და მე_7
პრინციპი. საბჭოს სრული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის
ვებგვერდზე.