"ქარტიის პრიზი 2014- – ნამუშევრების მიღება დასრულდა
02.12.2014
2014 წლის 30 ნოემბერს დასრულდა საკონკურსო ნამუშევრების მიღება "ქარტიის პრიზზე" სულ შემოსულია 43 ნამუშევარი, რომლის განხილვასაც "ქარტიის პრიზის" ჟიური უახლოეს დღეებში დაიწყებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიურ კონკურსზე წელს გამოცხადებული იყო 4 ნომინაცია:
  • საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი
  • საუკეთესო რადიო რეპორტაჟი
  • საუკეთესო სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევარი ბავშვთა საკითხებზე
მთავარი კრიტერიუმებია ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროფესიული ხარისხი და ეთიკური სტანდარტები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნამუშევრების წარდგენა შეეძლო ნებისმიერ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს. საკონკურსო ნამუშევარი გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში. 2014 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 2014 წლის 21 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრების დასრულების შემდეგ.

პრიზის ძირითადი მხარდამჭერია "IREX-ის M-TAG პროგრამა".

ხოლო პრიზი ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.