26.11.2014
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს"
განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების, სოფო ბერიძის და
ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში 11
და 18 ნოემბერს, ახალი ამბ
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო შპს "თი-ვი ემ-არ საქართველოს"
განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების, სოფო ბერიძის და
ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში 11
და 18 ნოემბერს, ახალი ამბების მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტებს,
რომლითაც განმცხადებლის აზრით ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის
პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები. ქარტიის სამდივნომ
განცხადების მიღების შესახებ უკვე აცნობა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
ორივე განცხადებას საბჭო განიხილავს ერთად. სხდომის გამართვის თარიღი
და ადგილი გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე. იხილეთ "თი-ვი-ემ-არ
საქართველოს" განცხადება 1, განცხადება 2