22.10.2014
2014 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც
განიხილებოდა ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის განცხადება
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ. განცხადება
ეხებოდა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსზე", 2014 წლის 19
ივნისს განთავსებულ ნიუსს: "არსებული ინფორმაციით ირმა ნადირაშვილი და
ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს". განმცხადებლები ქარტიის პირველი და მეხუთე
პრინციპების დარღვევაზე მიუთითებდნენ. ქარტიის საბჭომ მიიჩნია,
რომ "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ნიუსში დაირღვა ქარტიის
პირველი პრინციპი. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება
ქარტიის ვებგვერდზე.