26.07.2014
ქარტიის საბჭომ დაასრულა მსჯელობა გადაწყვეტილებაზე. განიხილებოდა
ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის, ირინა ასათიანის განცხადება "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტების პაატა იაკობაშვილისა და ნონა მიქიაშვილის მიმართ.
განცხადება ეხებოდა 2013 წლის 22 დეკემბერს კურიერი P.s. ში გასულ სიუჟეტს "შიმშილობა ციხეებში
- ბრუნდება თუ არა "ქურდული" სამყარო". საბჭოს გადაწყვეტილებით,
სადავო 4 პრინციპიდან, სიუჟეტში დარღვეულია 2, ქარტიის პირველი და
მესამე პრინციპები."1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".
აქვე, საბჭომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა "ალიას" ჟურნალისტ ჟანა ასანიძესთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ სიუჟეტში ჟანა ასანიძე წარმოადგენდა რეპონდენტს და ეს არ ყოფილა მისი ჟურნალისტური პროდუქტი.