სამი განცხადების განხილვა ქარტიის საბჭოს სხდომაზე
13.05.2014
2014 წლის 10 მაისს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭო სამ განცხადებას განიხილავდა. საქმეები,   "მარიამ რუხაძე და სხვები  გაზეთ თბილისელების ჟურნალისტის, ნიკა ლაშაურის წინააღმდეგ"  და  " მაია ჯაში   ტელეკომპანია  25 ე არხის ჟურნალისტების,  სულხან მესხიძის,  რუსლან დავითაძის და  მირიან ურუშაძის  წინააღმდეგ" გადაიდო,  ვინაიდან განმცხადებლებმა მოითხოვეს  თავიანთი პოზიციების დაზუსტება და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. საქმეზე, "მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების  ინსტიტუტი   გაზეთ რეზონანსის რედაქტორის წინააღმდეგ", საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტატიით:  "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ",  დაირღვა ქარტიის პირველი და მე_7 პრინციპი. ქარტიის საბჭოში შემოსული განცხადებები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში: MDF_TDI  - "რეზონანსი" ჟურნალი "თბილისელები" "ბათუმის 25-ე არხი"

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.