06.02.2014
კატეგორია :
განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს
მედიაორგანიზაციებს თავი აარიდონ ბრალდებულთა ეთნიკური ნიშნით
იდენტიფიცირებას.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ბეჭდვითი, ისე ონლაინ და
სამაუწყებლო მედიაოგრანიზაციები, კრიმინალური შემთხვევების
გაშუქებისას, ხაზს უსვამდნენ ეჭვმიტანილთა ეთნიკურ წარმომავლობას.
რედაქციები, მათ შორის მაუწყებლების ნაწილი, რომლებსაც ქცევის კოდექსი
პირდაპირ მიუთითებს სტიგმის გაძლიერების დაუშვებლობაზე, რედაქტირების
გარეშე, ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით კითხულობდნენ შსს-ს მიერ
გავრცელებულ პრესრელიზს, სადაც ასევე ხაზგასმული იყო ეჭვმიტანილთა
ეთნიკური კუთვნილება. საბჭო მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს გამოიჩინონ
მეტი პროფესიონალიზმი და სიფრთხილე მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას
და არ დაუშვან ეჭვმიტანილთა ეთნიკური ნიშნით გამოყოფა, განსაკუთრებით
მაშინ, როცა ეთნიკურობა კავშირში არ არის მომხდარ დანაშაულთან.