ქარტიის საბჭოს სხდომა
27.01.2014
26 იანვარს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იქნა განმცხადებელ ირაკლი კორძაიას ორი განცხადება "გურია ნიუსის" ჟურნალისტების წინააღმდეგ.
პირველი განცხადების თანახმად, ირაკლი კორძაია მიიჩნევდა, რომ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში "133 300-ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით", ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიერ დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი და მესამე პრინციპის პირველი ნაწილი, საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ სტატიაში არ დარღვეულა ქარტიის პირველი პრინციპი და მესამე პრინციპის პირველი ნაწილი. მეორე განცხადებით, ირაკლი კორძაია მიიჩნევდა, რომ ასევე "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში "რა ქონება შეიძინეს მინისტრებმა 2013 წელს" ჟურნალისტ ეკატერინე ალფაიძის მიერ დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი და მესამე პრინციპის პირველი ნაწილი. საბჭოს გადაწყვეტილებით, სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართა ასევე 25 იანვარს, რომელზეც საბჭომ ორი განცხადება განიხილა. განხილული იქნა ვლას ვაწაძის განცხადება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა რომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში - "ჯეობარული" კონკურსი და დაძაბულობა უფლისციხის მუზეუმში და ასევე ფეისბუქ გვერდის, "ახალი ამბები შიდა ქართლიდან", სახელით ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარით. ორივე მასალაზე პასუხისმგებლობა აიღო ქარტიის წევრმა საბა წიწიკაშვილმა. განმცხადებლის აზრით დარღვეული იყო ქარტიის ექვსი პრინციპი.

საბჭომ განიხილა განცხადება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტატიაში არ დარღვეულა ქარტიის არც ერთი პრინციპი, ხოლო "ახალი ამბები შიდა ქართლიდან", სახელით ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარით დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი. საბჭომ განიხილა კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ახალ ამბებში შიდსის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს შეეხებოდა. საბჭომ გადაწყვიტა რომ აღნიშნულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე_6 და მე_7 პრინციპი. სიუჟეტის შინაარსის გათვალისწინებით, განმცხადებლის და მოპასუხის ვინაობები და სიუჟეტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ საჯაროვდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.