კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება
08.01.2014

კატეგორია : განცხადებები;

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე რეფორმირების პროცესს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მიღებიდან 10 დღეში მაუწყებლის დირექტორმა საკამათო საკადრო ცვლილებები გაუმჭვირვალედ და ერთპიროვნულად განახორციელა:  თანამშრომელთა ნაწილს შეუწყდა კონტრაქტი, ნაწილი კი დაწინაურდა, დაწინაურებულთა შორის მოხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამავე დირექტორის მიერ 2013 წელს ჩატარებული კონკურსი ვერ გაიარეს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილებების შედეგად უფროსის გარეშეა დარჩენილი საინფორმაციო სამსახური, რომლის საქმიანობა დამოუკიდებელ მედიამონიტორთა მხრიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენების გაშუქებისას დადებითადაა შეფასებული.  არსებითად მნიშვნელოვანია,  მაუწყებლის რეორგანიზების პროცესი არ წარიმართოს ისე, რომ საფრთხე შეექმნას და გაუარესდეს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობა. კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართოს კონკურსი მაუწყებლის მმართველი პოზიციების დასაკავებლად.   კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
  1. ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო";
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  4. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
  5. რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  6. რეგიონული მედიის ასოციაცია;
  7. მედიაკლუბი;
  8. პრესის ასოციაცია;
  9. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  11. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.